ერთი დაღუპული და ათობით დაშავებული – გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა
გერმანიაში, ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 80-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, სამართალდამცველებმა დააკავეს.
ქალაქის სპიკერი მიხაილ რეიფი ვარაუდობს, რომ ეს განზრახ განხორციელებული აქტი იყო და ადგილზე “საშინელი სურათია”.