ხორვატიაში, სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად ბავშვი დაიღუპა

ხორვატიის ერთ-ერთ სკოლაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად შვიდი წლის ბავშვი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ზაგრებში დღეს მომხდარი თავდასხმის დროს მასწავლებელიც დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 19 წლის ახალგაზრდა და სკოლის ყოფილი მოსწავლეა, რომელიც ჯერ სკოლაში შევიდა და თავდასხმა შემდგომ განახორციელა. იგი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი ზრდასრული და ხუთი ბავშვი სხვადასხვა ჭრილობით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები