პროფესორი ბრაიან ბრაუნი: ირაკლი კობახიძე იჩენს სიმამაცეს, უკან არ იხევს – ტრამპმა დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს ბაიდენის სანქციები
ამერიკელი პროფესორი, აქტივისტი, ოჯახების მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი ბრაიან ბრაუნი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნის ფაქტს X-ზე ეხმაურება.
„ირაკლი კობახიძე იჩენს სიმამაცეს. უკან არ იხევს. ძალიან კარგი მისთვის. დონალდ ტრამპმა დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს ბაიდენის სანქციები. ამერიკა, პირველ რიგში, ამერიკელებისთვის. საქართველო, პირველ რიგში, ქართველებისთვის. სახალისოა, რომ ახლა ეს ლიბერალები ფიქრობენ, რომ მათი გადასაწყვეტია ვინ იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი“, – დაწერა მან.