გივი მიქანაძე: იმ დროს, როდესაც უკრაინა იმყოფება ასეთ უმძიმეს პირობებში, ზელენსკი ევროპული საბჭოს სამიტზე ჩადის და იცლის იმისთვის, რომ სრულიად აბსურდული განცხადება გააკეთოს საქართველოს საწინააღმდეგოდ

“ქართული ოცნების” წევრი გივი მიქანაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ევროპული საბჭოს სამიტზე საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„იმ დროს, როდესაც უკრაინა იმყოფება ასეთ უმძიმეს პირობებში, როდესაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანის მსხვერპლს და ნგრევას ვხედავთ ამ ქვეყანაში, ეს ადამიანი ჩადის ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე და იცლის იმისთვის, რომ სრულიად აბსურდული, სრულიად უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთოს საქართველოს საწინააღმდეგოდ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღეს უკრაინის ხელისუფლება არის გამტარებელი იმ პოლიტიკის, რაც საერთო კონტექსტში გლობალური ომის პარტიის მიზნებს ემსახურება“, – განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისთვის, ზელენსკიმ განაცხადა: ,,სამწუხაროდ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია საქართველოში იმაზე მუშაობს, რომ ქვეყანა პუტინის გავლენაში ჩაითრიოს და ევროპული გზიდან გადაახვევინოს. თბილისში მოქმედი მთავრობა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს”.
უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინონ, განსაკუთრებით „ოლიგარქ“ ბიძინა ივანიშვილსა და “მის მეგობრებზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები