გივი მიქანაძე: აშშ-ის პოლიტიკა გარკვეულად ახდენს გავლენას ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკაზე – ამიტომ ეს ყველაფერი ვფიქრობთ, რომ მხოლოდ პოზიტიურ დინამიკაში უნდა წავიდეს, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება

გვაქვს მზაობა, პოზიტიური მოლოდინები ამ პროცესებიდან გამომდინარე. აშშ-ის პოლიტიკა გარკვეულად ახდენს გავლენას ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკაზე. ამიტომ ეს ყველაფერი ვფიქრობთ, რომ მხოლოდ პოზიტიურ დინამიკაში უნდა წავიდეს, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა, მოახდენს თუ არა ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენას აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილება.

„მოლოდინი, რაც ჰქონდათ ლიბერალებს არ გაუმართლდათ და კამალა ჰარისმა ვერ მოიგო არჩევნები და მძიმე სიტუაციაში ჩავარდნენ, როდესაც ნახეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მილევად რეჟიმშია და მოდის ტრამპი, რომელსაც აქვს ორი მნიშვნელოვანი პოზიცია. პირველი, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები უნდა დასრულდეს და მშვიდობიანი მოლაპარაკებები დაიწყოს და მეორე – ეს არის ოჯახის სიწმინდის და ღირებულებების დაცვა, რაზეც მან როგორც არჩეულმა პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, შვილად აყვანა და მსგავსი მოცემულობები მისი პრეზიდენტობის დროს არ იქნება აღიარებული. ცალსახად უნდა ითქვას, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ის ძალიან დიდი წნეხი, რაც საქართველოზე არის და ამას ჩვენ ვგრძნობთ ამ ორწელიწად ნახევრის განმავლობაში ძალიან კარგად, მოიხსნება და ეს ურთიერთობები ბევრად უფრო ნორმალიზებული იქნება. მითუმეტეს, როდესაც ჩვენ საჯაროდ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ გვაქვს მოცემულობა, როდესაც მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში გადატვირთვის პოლიტიკაზე ვისაუბროთ.

ამიტომ ჩვენი მხრიდან ამ ურთიერთობების მნიშვნელობა ცალსახად გაჟღერებულია. გვაქვს მზაობა, პოზიტიური მოლოდინები ამ პროცესებიდან გამომდინარე. აშშ-ის პოლიტიკა გარკვეულად ახდენს გავლენას ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკაზე. ამიტომ ეს ყველაფერი ვფიქრობთ, რომ მხოლოდ პოზიტიურ დინამიკაში უნდა წავიდეს, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები