შალვა პაპუაშვილი: ყველას დაწყებული აქვს უკვე წინასაახალწლო სამზადისი, ნაძვის ხეებს აწყობენ სახლში, ვხედავთ, რომ აქციაზე არის რამდენიმე ასეული ადამიანი და ათასობით ადამიანი არის სხვადასხვა მოლებში, ყველას სამზადისი აქვს

“29 დეკემბრამდე არაფერი არ მოხდება, ისე დაღამდება და გათენდება, როგორც საქართველოს ეკადრება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

„ყველას დაწყებული აქვს უკვე წინასაახალწლო სამზადისი, ნაძვის ხეებს აწყობენ სახლში. ვხედავთ, რომ აქციაზე არის რამდენიმე ასეული ადამიანი და ათასობით ადამიანი არის სხვადასხვა მოლებში, ყველას სამზადისი აქვს, რომ საკუთარი ოჯახის წევრებისთვის საჩუქრები გაამზადოს, მოემზადოს ახალი წლის შესახვედრად, მოემზადოს შობის აღსანიშნავად, რომლის ჩამწარებაც ძალიან უნდა რადიკალურ ოპოზიციას.

ისიც ნახეთ, რომ სურვილი აქვთ, შობა 25 დეკემბერს გადმოიტანონ, ამასაც დავინახავთ, რა თქმა უნდა. იმის შემდეგ, რაც ვნახეთ ჩვენ თავდასხმა ეკლესიაზე, ბავშვებზე, ყველაფერზე. მცდელობა იქნება, მაგრამ როგორც თენდება და ღამდება საქართველოში მშვიდობიანად და ურთიერთსიყვარულით, ზუსტად ასე გათენდება და დაღამდება, იმის მიუხედავად ვის რა გეგმები, სურვილები თუ ზრახვები აქვს საქართველოს მიმართ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები