ისრაელმა სირიაში რუსულ სამხედრო ბაზას შეუტია

სირიაში, ქალაქ ტარტუსში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე ისრაელის მხრიდან ძლიერი შეტევა განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, განადგურებულია იარაღისა და რაკეტის საწყობი.

ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ისრაელის სამხედროები ინტენსიურად აფეთქებენ ფლოტს, საწყობებსა და ქიმიური იარაღის ქარხნებს, რათა ისინი ახალი ხელისუფლების ხელში არ მოხვდეს.

“ცახალი” აგრძელებს ბუფერულ ზონაში, გოლანის სიმაღლეებს შორის ტერიტორიის დაკავებას.

“გოლანის გაძლიერება ისრაელის სახელმწიფოს გაძლიერებაა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დროს. ჩვენ გავაგრძელებთ მის შენარჩუნებას, აყვავებას და მასში დასახლებას”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

სირიელი მეამბოხეები კი განმარტავენ, რომ ისრაელის თავდასხმების მიუხედავად, ისინი ახალი კონფლიქტებით დაინტერესებულები არ არიან.

რუსული მედიის ინფორმაციით, სირია უკვე დატოვა რუსეთის, ბელარუსისა და ჩრდილოეთ კორეის დიპლომატიური კორპუსის ნაწილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები