“დეკემბრის პირველ კვირაში ვირუსების საერთო რაოდენობის 13% არის გრიპის ვირუსით გამოწვეული ავადობა” – ივანე ჩხაიძე
“ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, დეკემბრის პირველ კვირაში ვირუსების საერთო რაოდენობის 13% არის გრიპის ვირუსით გამოწვეული ავადობა”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას აღნიშნა.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გრიპის სეზონზე და ვსაუბრობთ პიკურ მაჩვენებელზე, მოლოდინი გვაქვს, რომ დეკემბრის ბოლო, იანვრის მთელი თვე იქნება შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა. უკვე ეს მონაცემები მიუთითებს, რომ შემთხვევები მატულობს და სავარაუდოდ ეს ტენდენცია გაგრძელდება მომდევნო კვირების განმავლობაში“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.