დეკანოზი შალვა კეკელია: იმ ადამიანებს მოგმართავთ, ვინც ჩემ მიმართ ხართ ცუდად განწყობილი – მზად ვარ, ნებისმიერ თქვენგანთან შეხვედრისთვის
“იმ ადამიანებს მოგმართავთ, ვინც ჩემ მიმართ ხართ ცუდად განწყობილი – მზად ვარ, ნებისმიერ თქვენგანთან შეხვედრისთვის. მოდით ტაძარში და გაიგეთ ჩემი პასუხები. მე ნებისმიერ ადამიანთან მზად ვარ ვისაუბრო”, – ამის შესახებ დეკანოზმა შალვამ კეკელიამ განაცხადა.
“ადამიანურად უკვე დიდი ხანია ამას ვითმენ – ყოველ დღე მაგინებენ, მლანძღავენ, მთათხავენ, ზოგჯერ ქუჩაში დედას მაგინებენ და ასე არ არის. მეც ადამიანი ვარ, მეც ვერ შევიკავე თავი, რაღაც წყობიდან გამოვედი, მაგრამ ყველამ იცოდეთ ერთადერთი რამ – ჩემს ეკლესიას, ჩემს პატრიარქს, ჩემს სამშობლოს ნუ ეხებით. ჩემს ქვეყანას ნუ ეხებით და რუსოფილებს ნუ გვიწოდებთ! არც ევროპელი ვარ და არც რუსოფილი. არც ევროპის მომხრე ვარ და არც – რუსეთის. მე ვარ ჩემი ქვეყნის მომხრე. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი ქვეყანა და მინდა, ყველას ასე გიყვარდეთ. პირველ რიგში დააყენეთ თქვენი ქვეყანა და მერე შეიძლება ნებისმიერ რამეზე ისაუბროთ.
ახლა იმ ადამიანებს მოგმართავთ, ვინც ჩემ მიმართ ხართ ცუდად განწყობილი – მზად ვარ, ნებისმიერ თქვენგანთან შეხვედრისთვის. მოდით ტაძარში და გაიგეთ ჩემი პასუხები. მე ნებისმიერ ადამიანთან მზად ვარ ვისაუბრო“, – აღნიშნა დეკანოზმა.