პარლამენტის წინ მყოფ საპროტესტო აქციის მონაწილეებს დედების მარში შეუერთდა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ საპროტესტო აქციის მონაწილეებს დედების მარში შეუერთდა.
მათ ბანერები აქვთ წარწერით: “ხელი გაუშვით ჩემი შვილია”, ასევე, მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებიც.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აპროტესტებენ. მათ ადგილზე დიპლომები და ბურთები აქვთ მიტანილი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა არალეგიტიმური პროცესია.
ასევე, დღის განმავლობაში პარლამენტის შენობისკენ რამდენიმე ლოკაციიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მსვლელობაც იგეგმება.