ირაკლი კობახიძე: ერთი რამ ვერ გათვალეს ჩვენმა ოპონენტებმა, რომ დღეს სახელმწიფო არის ძლიერი, გვაქვს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და არ გვიჭირს ვითარების სრულად კონტროლქვეშ აყვანა

ერთი რამ ვერ გათვალეს ჩვენმა ოპონენტებმა, რომ დღეს სახელმწიფო არის ძლიერი, გვაქვს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და არ გვიჭირს ვითარების სრულად კონტროლქვეშ აყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალში შესაძლებელია, რომ გამოირიცხოს ასეთი პროცესები. 

„ერთი რამ ვერ გათვალეს ჩვენმა ოპონენტებმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ სახელმწიფო არის ძალიან ძლიერი დღეს, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვიჭირს ვითარების სრულად კონტროლქვეშ აყვანა. ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში გამოვიარეთ უცხოური ჩარევით რევოლუციის მოწყობის ოთხი მცდელობა, თუმცა, ოთხივე ჯერზე ჩვენ ამას დავუპირისპირეთ პროპორციული ძალა და ყველა ეს მცდელობა იქნა განეიტრალებული. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო სისტემა მზად არის იმისათვის, რომ ნებისმიერ ასეთ მცდელობას დაუპირისპირდეს, უფრო მეტიც, თანდათანობით ისე მიდის პროცესები, რომ პრაქტიკულად უკვე მომავალში შეგვიძლია გამოვრიცხოთ ასეთი პროცესებიც კი”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები