რატი იონათამიშვილი: მამა შალვა კეკელიას ზნეობას უწუნებენ ის ადამიანები, რომლებიც მიხაილ როთს მუხლებზე უჩოქებენ და ტაშს უკრავენ

“მამა შალვა კეკელიას ზნეობას უწუნებენ ის ადამიანები, ვინც მიხაილ როთს მუხლებზე უჩოქებენ და ტაშს უკრავენ”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ლიბერალურ ფაშიზმში გადასული ბოლშევიზმის სახე.

„მამა შალვა კეკელიას ზნეობას უწუნებენ ის ადამიანები, ვინც მიხაილ როთს მუხლებზე უჩოქებენ და ტაშს უკრავენ… ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, ეს არის ლიბერალურ ფაშიზმში გარდასახული ბოლშევიზმის სახე”, – წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა იმართება, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება მოჰყვა აქციის მონაწილეების რეპლიკებს ტაძართან მდგომი სამღვდელოების წარმომადგენლების მიმართ, თუ რატომ არ საუბრობს ეკლესია აქციებზე მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით ხმამაღლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები