იორდანიაში, მოხუცთა თავშესაფარში ცეცხლი გაჩნდა – დაიღუპა 6 ადამიანი
იორდანიაში, მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 66 დაშავდა, ხუთის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
იორდანიის დედაქალაქ ამანში, მოხუცთა კერძო თავშესაფარში, სადაც 111 ადამიანი ცხოვრობდა, ხანძარი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საავადმყოფოებში 66 დაშავებული მოათავსეს, მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები და დამწვრობები აღენიშნებოდათ, მათგან 11 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.