ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთს ეწვია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა,-  ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის მთავრობის მეთაურის პრესმდივანმა ნაზელი ბაგდასარიანმა გაავრცელა.

„დღეს მოსკოვში, ფაშინიანის თავმჯდომარეობით, ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება“, – განაცხადა ბაგდასარიანმა.

ამასთან, კრემლის ლიდერის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფაშინიანთან შეხვედრას არ გეგმავს.

შეგახსენებთ, ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭო სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის,ყირგიზეთისა და რუსეთის მთავრობის მეთაურებისგან შედგება. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები