“ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ახალ პაკეტს გამოეხმაურა.
„სანქციების თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. პირების სანქცირებაზე არაერთხელ გაგვიგია, თუმცა ამ ყველაფერს კონკრეტიკა აკლია. იმედს ვიტოვებთ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში გადაიხედება გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულ სანქციებზე კონკრეტიკა არ ვიცით, უსამართლოა, როცა ყოველგვარი წინაპირობების, მტკიცებულებების, კონკრეტული ფაქტების გარეშე იმუქრები და შემდეგ, გარკვეულ სანქციებს თუ შეზღუდვებს აანონსებ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.