ლევან მახაშვილი: საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარების ერთადერთი მიზანია, რომ აქ დამატებითი დაძაბულობა გააჩინონ

“ქართული ოცნების” წევრის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარების მიზანი, ქვეყანაში დამატებითი დაძაბულობის შექმნაა.

„საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარების ერთადერთი მიზანია, რომ აქ დამატებითი დაძაბულობა გააჩინონ. გუშინაც ვნახეთ, რომ რეალურად ეს იყო მათი მიზანიც. ეს ადამიანები ევროპარლამენტის და ზოგ შემთხვევაში, ევროკავშირის სახელით საუბრობენ. საინტერესოა, საქართველოში ვისი სახელით არიან ჩამოსული, ვის წარმოადგენენ, აქვთ თუ არა იმის მანდატი, რომ ევროპარლამენტის სახელით ისაუბრონ. ჩვენი ინფორმაციით, მათ ეს მანდატი არ აქვთ. ამიტომ, რასაც აკეთებენ, როცა ევროკავშირისა და ევროპარლამენტის სახელით გამოდიან, ეს პირდაპირი დარღვევაა მათივე რეგულაციების. გასაგებია, რომ ევროპარლამენტში სხვადასხვა იდეოლოგიის ძალები არიან, მაგრამ არიან ჯანსაღი ძალები, რომლებიც საღად აცნობიერებენ და ხედავენ მოვლენებს, მათ შორის საქართველოშიც რაც არ უნდა მოხდეს, მზად ვართ, ევროპარლამენტთან გავაგრძელოთ ურთიერთობები ჩვენი საზოგადოებების ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები