ჩინეთის ლიდერი ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება

ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას, რომელიც ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება, არ დაესწრება,- ამის შესახებ CBS News-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

სავარაუდოდ, ცერემონიას დაესწრება ჩინეთის ელჩი აშშ-ში, რაც სტანდარტული პროცედურაა. ამერიკული ტელეარხის თანახმად, ინაუგურაციას ასევე დაესწრებიან ჩინეთის სხვა ოფიციალური პირები, მაგრამ არა სი ძინ პინი.

CBS News-ის ცნობით, არაოფიციალური არხებით გადაცემულმა მოწვევამ პეკინი გააკვირვა, რადგან აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში ჩინელი ჩინოვნიკები მკაცრ პროტოკოლს არიან მიჩვეულები.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციებზე, როგორც წესი, უცხოეთის ქვეყნების ელჩებსა და სხვა დიპლომატებს იწვევენ. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, 1874 წლიდან ამ ცერემონიაში არცერთ უცხოელ ლიდერს არ მიუღია მონაწილეობა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები