გურამ მაჭარაშვილი: პარტიამ „ხალხის ძალა” გადავწყვიტეთ დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას

პარტია „ხალხის ძალა” ოპოზიციაში გადადის. ამის შესახებ პარტიის წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „ხალხის ძალა” ამით სათავეს დაუდებს ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას. 

„საქართველოში არის ის პრობლემა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ოპოზიცია, არ არსებობს ის ჯანსაღი ძალა, რომელმაც უნდა შეასრულოს ოპოზიციის როლი – ეკამათოს ხელისუფლებას ქვეყნის განვითარებისათვის და აკრიტიკოს ხელისუფლება ქვეყნის წინსვლისთვის. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ოპოზიციას შევარქვით რადიკალური, მაგრამ ამანაც არ უშველა. შესაბამისად, საქართველოში ჩვენ დღეს გვყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია.

გამომდინარე აქედან, ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ „ხალხის ძალა” გადავწყვიტეთ დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას. ჩვენ დავანახებთ საზოგადოებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ (რაც არის სამწუხაროდ დავიწყებული), როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიცია, როგორი უნდა იყოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტშია, არ არის ხელისუფლებაში, მაგრამ სურს იღვაწოს საქართველოს ინტერესებისთვის.” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები