ბლინკენმა და ერდოღანმა ანკარაში გამართულ შეხვედრაზე სირიაში განვითარებული მოვლენები განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ერდოღანმა და ბლინკენმა სირიაში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

შეხვედრა ანკარაში გაიმართა, რომელსაც ასევე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი ესწრებოდა.

„თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ერთად იმუშაონ სირიაში ინსტიტუტების რეკონსტრუქციისთვის“, – ნათქვამია ერდოღანის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ერდოღანმა ბლინკენს განუცხადა, რომ თურქეთი საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, პრევენციულ ზომებს მიიღებს სირიაში ყველა ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებსაც ტერორისტებად მიიჩნევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები