პოლონეთმა, ევროპული მისიის ფარგლებში, უკრაინაში ჯარების გაგზავნა გამორიცხა

პოლონეთმა, ევროპული მისიის ფარგლებში, უკრაინაში ჯარების გაგზავნა გამორიცხა.

ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ბერლინში გერმანიის, პოლონეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის დროს განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი, რაც უკრაინასთან არის დაკავშირებული, უკრაინისა და ევროპის გარეშე არ უნდა მოხდეს.

„პოლონეთის საზღვარი ბელარუსთან და რუსეთთან 600 კილომეტრს შეადგენს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისათვის ლოგისტიკურ ოპერაციას და შესაძლოა, ეს არის ჩვენი როლი, მაგრამ ჩვენ არ განვიხილავთ უკრაინაში ჯარის გაგზავნას“, – აღნიშნა სიკორსკიმ.

მანამდე გამოცემა POLITICO-მ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და დონალდ ტუსკი განიხილავენ უკრაინაში ომის შემდგომი სამშვიდობო ძალების განლაგებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები