ირაკლი ღარიბაშვილი: გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, ეს არ არის ჩემი ხელწერა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან პარტია დატოვა – აბსურდულს უწოდებს.

“მინდა გამოვეხმაურო ამ აბსურდულ ცილისწამებას, ბრალდებებს და ამ ტყუილს, რომელიც საზოგადოებამ იხილა ამ ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ განცხადებაც გავავრცელეთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მე თურმე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე და მით უმეტეს კრიზისის დროს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო ძალიან დიდი გამოწვევები – თითქოს ამ ფონზე დავტოვე მე პარტია – ეს არის აბსურდი, მე ვინც მიცნობს და მგონი ყველა კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, პრინციპები. ამ წესებით ვცხოვრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და ამ წესებს არასოდეს არ გადავუხვევ”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა “რუსთავი ორთან”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები