“ამ ადამიანებს შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, არც დაფიქრდებოდნენ, ისე გახვევდნენ ცეცხლის ალში ჩვენს ქვეყანას”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს კადრულობს მიზნების მისაღწევად.
„ახლა სამოქალაქო დაპირისპირებას ცდილობენ და ესეც, რა თქმა უნდა, ფუჭი იქნება მათი მხრიდან, უბრალოდ მხოლოდ ის გამოჩნდება, რომ ამ ადამიანებს შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ არც დაფიქრდებოდნენ, ისე ცეცხლის ალში გახვევდნენ ჩვენს ქვეყანას. ეს არის მათი მიზანი და რახან ამ მიზანს ვერ ასრულებენ, დღეს უკვე სიძულვილის ტირაჟირებით არიან დაკავებული და აქაც ხელმოცარულები დარჩებიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.