„კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ყველას, დაიცვან მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით გათვალისწინებული მათი უფლებები” – გორდულაძე

“შესაძლებელია, ეს ადამიანები სულ სხვა მიზნებიდან გამომდინარეც კი მოძრაობდნენ, ხელს უწყობენ ნაცმაიდნის მოწყობას, რომელიც ისევ და ისევ ჩავარდნილია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც არაფორმალური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი ჯგუფის წევრების ქმედებებზე ისაუბრა.

„კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ყველას, დაიცვან მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით გათვალისწინებული მათი უფლებები, მშვიდობიანად გამოხატონ მათი პროტესტი, თუ რაიმე გასაპროტესტებელი აქვთ, მაგრამ ნაკლებად წარმოსადგენია, უკვე ამდენი ხნის შემდეგ, რომ ვინმეს ობიექტურად რაიმე კითხვის ნიშანი დარჩენოდა, თუ ნამდვილად მიკერძოებული არ არის“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ცნობისთვის, „ქრონიკამ“ მოიპოვა ფარული ჩანაწერი, რომელშიც არაფორმალური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი ჯგუფის წევრებს მითითებებს აძლევს. ჩანაწერიდანვე ირკვევა, რომ დაჯგუფება უახლოეს დღეებში გეგმავს რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად გადაადგილებას და მათთვის „საეჭვო ადამიანების“ განეიტრალებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები