IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობას მართავენ

IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობას მართავენ. მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც.

როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სამართალდამცველთა მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ გადაკეტილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები