მახაშვილი – ივანიშვილი-მაკრონის საუბარზე: არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ ყოფილა

“ეს საუბარი შეეხო ყველაფერს აბსოლუტურად, რაც შეიძლება, რომ აწუხებდეს ქართულ ან ფრანგულ მხარეს. ოღონდ, რა თქმა უნდა, საღი აზრის ფარგლებში”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ისაუბრა, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო ზარს გამოეხმაურა.

„არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი ამ საუბარში არ ყოფილა. ვერც იქნებოდა იმიტომ, რომ თუ შევხედავთ პოლიტიკურად არა მიკერძოებული აზრით ამ მხრივ რა თქმა უნდა, არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს ზარი, ისევე როგორც სხვა აქტივობები, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს მოიტანს დადებით შედეგებს საქართველოში, საქართველოს პოლიტიკური განვითარებების ჯანსაღ სივრცეში დასაბრუნებლად“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები