„ქრონიკის“ ინფორმაციით, კეზერაშვილის სახლიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტები ამოიღეს

„ქრონიკის“ ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახლიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტები ამოიღეს.

“ქრონიკის” ცნობით, ათეულობით ძვირადღირებული ბრილიანტიდან ერთ-ერთი კეზერაშვილს 2008 წლის ომის მიმდინარეობისას, 12 აგვისტოს აქვს შეძენილი.

“კეზერაშვილმა ძვირფასი ნივთების ყიდვა ომის შემდეგაც განაგრძო. ფაქტები ადასტურებს, რომ მან ბრილიანტები 2008 წლის 19 აგვისტოს, 4 სექტემბერს და 19 სექტემბერსაც შეიძინა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები