გიორგი გამსახურდია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე: მორიგი დეზინფორმაციაა

გიორგი გამსახურდია „მთავარი არხის“ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად დანიშვნისა და მისი ინაუგურაციის შემდეგ, „ოცნება“ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და კომენდანტის საათის მიღებას აპირებს.

გამსახურდია ამას მორიგ დეზინფორმაციას უწოდებს.

„მორიგი დეზინფორმაცია. ერთი რომ ეგ ამბავი პარლამენტსაც შეუძლია, მეორე ის რომ მუხტი უნდათ ასწიონ, მესამე რომ აი იმხელა ძალა ვართ, რომ კომენდანტის საათი გვჭირდებაო. კომენდანტი კი არა, უკვე საპატრულოს ეკიპაჟებიც გყოფნით. ეგ საკენკი, სხვაგან ძმებო“, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები