პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
ამ წუთებში, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
მომიტინგეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
ამ დროისთვის, აქციაზე მშვიდი ვითარებაა და დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.