“მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ” – ლევან იოსელიანი

“აბსოლუტურად მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა.

მისი თქმით, ამას გამართლება არ აქვს.

„არასოდეს დამიმალავს და არც ახლა დავმალავ იმას, რომ აბსოლუტურად მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ. როდესაც პოლიციელებს ესვრიან ჯოხებს, პიროტექნიკას ან ნებისმიერ რამეს. ამას გამართლება არ აქვს, ორი აზრი არ არის.

300-ზე მეტ დაკავებულს შევხვდი პირისპირ და მათი ძალიან დიდი უმრავლესობა, 200-ზე მეტი აცხადებს, რომ პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, არასათანადო მოპყრობას და ა.შ.“, – განაცხადა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები