კანონის უზენაესობის მსოფლიო ინდექსში საქართველო 49-ე ადგილს იკავებს და უკრაინა-მოლდოვას უსწრებს
ორგანიზაციამ “მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი” კანონის უზენაესობის 2024 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველო, 142 ქვეყანას შორის 49-ე ადგილს იკავებს.
კანონის უზენაესობის მსოფლიო ინდექსში საქართველო უსწრებს აღმოსავლეთ ევროპის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა მოლდოვა და უკრაინა, რომლებიც 64-ე და 88-ე ადგილს იკავებენ.
ცნობისთვის, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი 2006 წელს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციამ და 21-მა სხვა წამყვანმა ორგანიზაციამ დააფუძნეს. მისი მიზანი მსოფლიო მასშტაბით სამართლის უზენაესობის განმტკიცებაა. კანონის უზენაესობის ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია ორი სახის რესურსს – კვალიფიციურ რესპონდენტთა და მოსახლეობის გამოკითხვას მოიცავს.