ამერიკელი რეპერის ჯეი-ზის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რომლის თანახმადაც, მან რეპერ შონ „დიდი“ კომბსთან ერთად 2000 წელს წვეულებაზე 13 წლის გოგონა ნარკოტიკებით გააბრუა და შემდეგ გააუპატიურა,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გოგონა ანონიმურობის დაცვით ამტკიცებს, რომ ნიუ-იორკში MTV Video Music Awards-ის (VMAs) დაჯილდოების შემდეგ სახლში გამართულ წვეულებაზე მასზე სექსუალურად იძალადეს და რომ იმ დროს ოთახში ცნობილი ქალი იმყოფებოდა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
ჯეი-ზი, რომლის ნამდვილი სახელია შონ კარტერი, სარჩელს გამოეხმაურა და მის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედება უარყო.
შონ კომბსმა, რომელსაც მიმდინარე წლის სექტემბერში სექსუალური ტრეფიკინგისა და სხვა დანაშაულებისთვის ბრალი წაუყენეს და ამჟამად ციხეში სასამართლო პროცესს ელოდება, მის წინააღმდეგ წაყენებული ეს ბრალდება უარყო.