უნგრეთის ხელისუფლებამ საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი გაუუქმა.
ამის შესახებ უნგრეთში საქართველოს ელჩისთვის მიწერილ წერილში ქვეყნის უცხოელთა კონტროლის ეროვნული გენერალური სამმართველოს იძულებითი დაბრუნების ზომების განყოფილების უფროსი, ლასლო ბალაში იტყობინება.
ცნობისთვის, ადეიშვილი 2012 წელს, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყნიდან გაიქცა და უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.