ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, შეერთებული შტატების ავიაციამ “აისისის” პოზიციები დაბომბა

ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, შეერთებული შტატების ავიაციამ “აისისის” პოზიციები, კერძოდ, 75-ზე მეტი ობიექტი დაბომბა.

ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელის განმარტებით, შტატები “ისლამურ სახელმწიფოს“ შექმნილი ვითარებით სარგებლობის და გაძლიერების შესაძლებლობას არ მისცემს.

ამასთან, ცნობილია, რომ სირიიდან გაქცეული ბაშარ ალ ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვშია. ასადის რეჟიმის მოკავშირე რუსეთმა მას თავშესაფარი მისცა.

მეამბოხეების მიერ დამასკოს და სირიის უდიდესი ქალაქების აღების შემდეგ, სირიაში ასადების ოჯახის მმართველობის ნახევარ საუკუნოვანი მმართველობა დაემხო. რასაც წინ თითქმის 13 წლიანი სამოქალაქო ომი უძღოდა. ასადის ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპა ასი ათასობით მოქალაქე, მილიონობით კი დევნილად იქცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები