რუბიო: ზოგი ევროპელი ლიდერი მიიჩნევს, რომ ირანის ომი ევროპის ომი არ არის, ისევე, როგორც უკრაინის ომი – ამერიკის, თუმცა, აშშ-მა მაინც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა უკრაინის ომში
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მომავალში პარტნიორი ქვეყნების დამოკიდებულებას გაითვალისწინებს.
რუბიოს თქმით, ამერიკას სთხოვენ დახმარებას უკრაინაში მიმდინარე ომში, რომელიც სხვა კონტინენტზე მიმდინარეობს, თუმცა თავად აშშ-მა ამ პროცესში უკვე სხვა ნებისმიერ ქვეყანაზე მეტი გააკეთა.
მისი განცხადებით, როცა აშშ-ს მხარდაჭერა დასჭირდა, დადებითი პასუხი არ ყოფილა.
სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი ევროპელი ლიდერის შეფასებით, ირანის საკითხი „ევროპის ომი არ არის“, ისევე როგორც უკრაინის ომი „ამერიკის ომად“ არ მიიჩნევა, თუმცა მიუხედავად ამისა, აშშ ამ პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
“რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა თქვა, რომ ირანის ომი არ არის ევროპის ომი. არც უკრაინა არის ამერიკის ომი და მაინც ჩვენ სხვა ნებისმიერ ქვეყანაზე მეტი გავიღეთ ამ ბრძოლაში“, – განაცხადა რუბიომ.
რუბიოს განმარტებით, აღნიშნული გამოცდილება იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მომავალში გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინდება.