დონალდ ტრამპი: ზელენსკი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის მზად არის

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ის მოლაპარაკებისთვის მზადაა.

„ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებებს მოითხოვს. ეს სიახლეა. ის ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს ითხოვს. ჩვენ დეტალებზე არ გვისაუბრია. მას მიაჩნია, რომ მოლაპარაკებების დროა და პუტინმაც ასე უნდა იფიქროს. ეს არ დამთავრდება, ვიდრე სამშვიდობო შეთანხმება არ მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, აყალიბებს ხედვას, როგორ უნდა დასრულდეს ეს უაზრო ომი.

შეგახსენებთ, ტრამპი და ზელენსკი პარიზში, ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები