”ყველამ დაინახა, რომ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა შეუძლებელია და ახალ მეთოდზე გადავიდნენ, ბულინგმა უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო” – გიორგი კახიანი

“ყველამ დაინახა, რომ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა შეუძლებელია, ასეთი რამ ვერ განხორციელდება და ახლა ახალ მეთოდზე გადავიდნენ, ბულინგმა უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„მძიმე საყურებელია, როცა რადიკალური მედიის წარმომადგენლები ცდილობენ, სხვა მედიის წარმომადგენლები დააბულინგონ. ყველამ დაინახა, რომ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა შეუძლებელია და ასეთი რამ ვერ განხორციელდება, ახლა ახალ მეთოდზე გადავიდნენ და ბულინგმა უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და არც არაფრის მომტანია, რადგან საზოგადოებაში ვინმე ასეთ ბულინგს არ დაექვემდებარება. მით უმეტეს, როცა თავისუფალი მედიის წარმომადგენლებზეა საუბარი. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ამას ისეთი მედიის წარმომადგენლები აკეთებენ, რომლებიც ისეთი პოლიტიკური ძალების სამსახურში არიან, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გვახსოვს, როგორ ხდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევა, როგორი დამოკიდებულება იყო მედია თავისუფლებაზე და ასე შემდეგ. ბულინგი ამორალური და მიუღებელია, რასაც არანაირი შედეგი არ ექნება“, – განაცხადა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები