დარახველიძე – დაშავებულ პოლიციელებზე: მათ შესახებ ოპოზიციური პარტიები, აქციის მონაწილეები და ზოგიერთი მედიასაშუალება არ საუბრობენ და ვერც აღნიშნული ფაქტის დაგმობა ნახა საზოგადოებამ

“აქციის მოძალადე ჯგუფები მსგავსი ქმედებების განსახორციელებლად აქტიურად იყენებდნენ პიროტექნიკას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ისინი შეიარაღებულნი იყვნენ სხვადასხვა საგნით: მათ შორის, რკინისა და ხის ხელკეტებით, კასტეტებით, ასევე, თავდასხმების განსახორციელებლად აქტიურად იყენებდნენ ე.წ. შურდულებს, რითაც დამიზნებით ისროდნენ რკინის საგნებსა და მიზანმიმართულად აზიანებდნენ როგორც საპოლიციო ტექნიკას, ასევე თავს ესხმოდნენ პოლიციელებს”, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ქმედებების შედეგად, დაშავებულია 150-ზე მეტი პოლიციელი.

“ამ ქმედებების შედეგად, დაშავებულია 150-ზე მეტი პოლიციელი, რომლის შესახებაც, სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიები, აქციის მონაწილეები და სამწუხაროდ ზოგიერთი მედიასაშუალებები არ საუბრობენ და ვერც აღნიშნული ფაქტის დაგმობა ნახა საზოგადოებამ.

აქციების მიმდინარეობისას, მოძალადე ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, თითქმის ყველა დაშავებულ პოლიციელს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მათ დიდ ნაწილს კი ქირურგიული ჩარევაც კი ესაჭიროებოდა. პოლიციის თანამშრომლების უმეტესობას აქვს სხვადასხვა სახის დამწვრობა, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში”, – განმარტა ალექსანდრე დარახველიძემ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები