ასადის რეჟიმი დაეცა — სირიის პრემიერ-მინისტრმა ხელისუფლების გადაცემის და ოპოზიციასთან თანამშრომლობის მზადყოფნის შესახებ განაცხადა

სირიის არმიის სარდლობამ ოფიცრებს განუცხადა, რომ ბაშარ ალ-ასადის მმართველობა დასრულდა. ამის შესახებ Reuters-ი  იტყობინება.

„ბაშარ ალ-ასადის მმართველობა დასრულდა მეამბოხეების ელვისებური თავდასხმის შემდეგ“, ციტირებს სააგენტო სირიელ ოფიცერს.

იმავდროულად, თავად სირიელმა მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ დამასკო “ახლა თავისუფალია ასადისგან”.

სირიის პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ ღაზი ალ-ჯალალიმ განაცხადა, რომ ის არ დატოვებს ქვეყანას სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ის მზადაა ოპოზიციასთან ითანამშრომლოს და სახელმწიფო ინსტიტუტების შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვუწვდით ხელს ოპოზიციას, რომელმაც ხელი გამოგვიწოდა და თქვა, რომ ის არავის დააზარალებს, ვინც ამ ქვეყანას ეკუთვნის“, – დასძინა მუჰამედ ღაზი ალ-ჯალალიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები