“გაუგონარია ასეთი დაპირისპირება – ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი არაფერია სამოქალაქო დაპირისპირებამდე – ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ” – ლევან იოსელიანი

“გაუგონარია ასეთი რაღაც, ასეთი დაპირისპირება. ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი არაფერი არის სამოქალაქო დაპირისპირებამდე და სამოქალაქო ომი უკვე გამოვლილი აქვს ამ ქვეყანას. ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ, ჩემი აზრით”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ომბუდსმენი „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

“ამ შემთხვევაში, იქ რაც ხდებოდა, ამაზე პასუხისმგებელი არის ის საპოლიციო დანაყოფები, ვინც იქ იმყოფებოდნენ, ამაზე კითხვის ნიშნის დასმაც ზედმეტია. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ყველას, რომ სასწრაფოდ აღკვეთონ ის, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ და რა კადრებიც ვრცელდება. გაუგონარია ასეთი რაღაც, ასეთი დაპირისპირება. ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი, არაფერი არის სამოქალაქო დაპირისპირებამდე და სამოქალაქო ომი უკვე გამოვლილი აქვს ამ ქვეყანას. ასე, რომ ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ, ჩემი აზრით. ამ არაფორმალური ჯგუფები, თუ ვინც არიან, შავებში ჩაცმული ადამიანების თარეში უნდა აღიკვეთოს და აუცილებლად ყველას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორს – გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს – მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები