“მოვუწოდებ შსს-ს, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები იმ სისასტიკეებზე, რაც ქუჩებში ხდება და დააკავოს პასუხისმგებელი პირები” – სალომე ზურაბიშვილი
“მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღონ დაუყოვნებლივი ზომები იმ სისასტიკეებზე საპასუხოდ, რაც ქუჩებში ხდება და დაუყოვნებლივ დააკავოთ პასუხისმგებელი პირები”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ტერორი საქართველოში: „ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი აღარ მალავს თავის ნამდვილ სახეს, ტელევიზიის პირდაპირ ეთერშიც კი. წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ – იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა და სასტიკი ცემა, რომლებიც უბრალოდ თავიანთ საქმეს ასრულებენ!
უდავო მტკიცებულება – და მაინც პოლიციის ან პასუხისმგებელი ორგანოების მხრიდან ამ დრომდე არანაირი რეაგირება. მოვუწოდებ შსს-ს, მიიღონ დაუყოვნებლივი ზომები იმ სისასტიკეებზე საპასუხოდ, რაც ქუჩებში ხდება და დაუყოვნებლივ დააკავოთ პასუხისმგებელი პირები“, – წერს ზურაბიშვილი.