ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე სპეცრაზმია მობილიზებული
პარლამენტთან, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.
ასევე, ადგილზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანებიც.
ანალოგიური ვითარებაა თავისუფლების მოედანზე.
საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან.