კლინიკის ინფორმაციით, “ტვ პირველის“ ჟურნალისტი – მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი – გიორგი შეწირული ნევროლოგიურ დეპარტამენტში მოათავსეს

ინგოროყვას კლინიკის ინფორმაციით, “ტვ პირველის“ ჟურნალისტი – მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი – გიორგი შეწირული ნევროლოგიურ დეპარტამენტში მოათავსეს.

როგორც ექიმმა, ანი დალაქიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“მედიის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა, ორივეს აღენიშნებათ მსუბუქი თავის ტვინის შერყევა. ჯერ ისევ მიმდინარეობს კვლევები და დანარჩენს კვლევების დასრულების შემდეგ მოგახსენებთ. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. დაზიანებებია ძირითადად თავის, სახის და მუხლის არეში. სტაციონარიზაცია არის საჭირო. ტომოგრაფია გადაღებულია, ნევროლოგიურ დეპარტამენტში მოვათავსებთ ორივეს. მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილებას ექიმები მიიღებენ“, – განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს კონსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ.

მომხდარზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები