საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო კურსი ვერ იქნება იმაზე მკაფიო ვიდრე არის.
მისივე თქმით, ძალიან დიდი ხანია საქართველო იბრძვის იმისთვის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ადგილი დაიმკვიდროს.
“საქართველოს საგარეო კურსი ვერ იქნება იმაზე მკაფიო ვიდრე არის, ჩვენი საგარეო კურსი ძალიან დიდი ხანია განსაზღვრულია და ძალიან დიდი ხანია საქართველო იბრძვის იმისთვის, რომ ადგილი დაიმკვიდროს სწორედ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ახლა ნამდვილად არ გვესწავლება არავისგან, როგორ უნდა ვიაროთ ამ გზაზე, რამდენად მყარად ვიდგეთ და არავის არ აქვს უფლება კითხვის ნიშნები დასვას ამ სიმყარესთან დაკავშირებით.
ახლაც ვხედავთ, როგორ ხდება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების ცუდად გამოყენება და ეს აზიანებს იმ პროცესს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი თავიდან იყოს აცილებული, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს ბევრად უფრო გულწრფელი საუბარი, წუხილები გვესმის, ჩვენც ჩვენი წუხილები გვაქვს, მათ მათი წუხილები აქვთ, მაგრამ მთავარია შევთანხმდეთ მიზანზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.