ნინო წილოსანი – ევროპის საბჭოს მდივნის ვიზიტზე: იმედი გვაქვს, ობიექტურ მსაჯულთან გვექნება საქმე და არა დირექტივების გამცემ ინსტიტუციასთან, რომელიც სამწუხაროდ ხშირად გვხვდება ბოლო პერიოდში

“მივესალმებით ევროპის საბჭოს მდივნის ვიზიტს, მათ შორის წინასწარ განცხადებული მისი პოზიცია დამაიმედებელია, რომ მას ექნება სურვილი, რეალურად შევიდეს საქმის პროცესებში და თავად კარგად გაეცნოს ორივე მხარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, ნინო წილოსანი “დღის კურიერის” ეთერში აცხადებს.

ნინო წილოსანის თქმით, ეს ვიზიტი გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ინფორმაციები დეტალურად იქნეს მიწოდებული.

“მოდით დავიწყოთ იმით, რომ ამ ადამიანებს, ვისაც თქვენ სამოქალაქო საზოგადოებას უწოდებთ, არ არის სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს მოქალაქეებს, ეს ადამიანები წარმოადგენენ კონკრეტულ დაფინანსების წყაროებს, ამიტომ, ისინი არიან ენჯეოსექტორი, ანუ არასამთავრობო სექტორი, რომლის დაფინანსების წყაროები, ხშირ შემთხვევაში, უცნობია და უცნობია რაში ხარჯავენ ისინი ამას – ეს პირველი.

მეორე – რა თქმა უნდა მივესალმებით ევროპის საბჭოს მდივნის ვიზიტს, მათ შორის წინასწარ განცხადებული მისი პოზიცია დამაიმედებელია, რომ მას ექნება სურვილი, რეალურად შევიდეს საქმის პროცესებში და თავად კარგად გაეცნოს ორივე მხარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

ჩვენი მხრიდან იქნება გამოყენებული ეს ვიზიტი იმისთვის, რომ დეტალურად იქნეს მიწოდებული ინფორმაცია თუ რა პროცესების წინაშე ვდგავართ ბოლო 4 წელი, 2020 წლიდან მოდის ეს ყველაფერი და ყოველწლიურად შენს ქვეყანაში როდესაც, განუვითარებელი ქვეყნების მსგავსად აპირებენ, რომ რევოლუციები მოგიწყონ, ეს არ არის ნორმალური და ოდესღაც უნდა გამოვიდეთ ამ პოზიციიდან.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე კიდევ ერთხელ მივაწვდით ინფორმაციას და თავისთავად იმედი გვაქვს, რომ რაღაც ობიექტურ მსაჯულთან გვექნება საქმე და არა დირექტივების გამცემ რაღაც ინსტიტუციასთან, რომელიც სამწუხაროდ ხშირად გვხვდება ბოლო პერიოდში”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები