სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია სავარაუდოდ, დააკავეს
სამართალდამცველებმა პარტია “ახალის” ლიდერი, ნიკა გვარამია სავარაუდოდ, დააკავეს.
ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. კერძოდ, შელაპარაკება მოჰყვა გვარამიას მოთხოვნას, რომ როგორც წარმომადგენელი, “დროას” ოფისში შეეშვათ, რათა ჩხრეკას დაკვირვებოდა, რისი შესაძლებლობაც მას პოლიციის წარმომადგენლებმა არ მისცეს.