“არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ახალ პრეზიდენტს აირჩევს, ამიტომ ვრჩები, როგორც თქვენი პრეზიდენტი” – სალომე ზურაბიშვილი
“არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ახალ პრეზიდენტს აირჩევს, ამიტომ ვრჩები, როგორც თქვენი პრეზიდენტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სათავეში იქნება.
“ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები, მე ვრჩები, როგორც თქვენი პრეზიდენტი. არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი. არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს, ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება, ვიდრე არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს იმას, ვინც უნდა შემცვალოს მე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.