ლევან მახაშვილი: წელს იქნება ის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ არაპირდაპირი წესით ავირჩევთ საქართველოს პრეზიდენტს

,,ქართული ოცნების” წევრმა ლევან მახაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა.

„წელს იქნება ის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ არაპირდაპირი წესით ავირჩევთ საქართველოს პრეზიდენტს. ფიზიკურად ეს ტარდება პარლამენტში, თუმცა ეს არ არის საპარლამენტო პროცესი. მასში მონაწილეობს სამასი პირი, დელეგატი. მათგან ნახევარი პარლამენტის წევრი, ხოლო დანარჩენი ნახევარი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობიდან იქნებიან. როგორც პარლამენტის წევრები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობები პირდაპირი წესით არიან მოსახლეობის მიერ არჩეულნი“, – აღნიშნა მახაშვილმა.

ცნობისთვის, დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები