გიორგი ვოლსკი – ოპოზიციაზე: პარლამენტის პლატფორმას იყენებდნენ ქვეყნის დასაზიანებლად – ამჯერადაც ვფიქრობ, რომ იგივე სურათი ჩამოყალიბდება
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციის მიერ მანდატების დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„მასიური პუფიზაცია მოხდა [წინა პარლამენტში] გარკვეული ადამიანების, რომლებიც პარლამენტში შემოვიდნენ, თუმცა არანაირი მაგალითის მოყვანა არ შეიძლება, სადაც პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს. პარლამენტის პლატფორმას იყენებდნენ ქვეყნის დასაზიანებლად. ამჯერადაც ვფიქრობ, რომ იგივე სურათი ჩამოყალიბდება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.