“პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში პოზიციები შეჯერებულია და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის” – გივი მიქანაძე

“კანდიდატთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში პოზიციები შეჯერებულია და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

“300 დელეგატი განახორციელებს 14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში პრეზიდენტის არჩევას. იმისთვის, რომ პრეზიდენტი არჩეულ იქნეს, ამისთვის, სულ მცირე 200 დელეგატის ხმა არის. იმ შემთხვევაში, თუკი ვერცერთი კანდიდატი პირველ ტურში ვერ მოაგროვებს ხმას, ამ შემთხვევაში, იმავე დღეს, ანუ 14 დეკემბერსვე გაიმართება მეორე ტური, სადაც უბრალო უმრავლესობით რომელი კანდიდატიც დააგროვებს ყველაზე მეტს ხმას, ის გახდება საქართველოს პრეზიდენტი”, – განმარტა მიქანაძემ.

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები