გიორგი ჩაკვეტაძე: მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ დაასახელებს ისეთ კანდიდატს, რომელიც იქნება ღირსეული და მოემსახურება ქართველ ხალხს
„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, მას სჯერა, რომ ხელისუფლება პრეზიდენტობის ისეთ კანდიდატს დაასახელებს, რომელიც ღირსეული იქნება.
„მე მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ დაასახელებს ისეთ კანდიდატს, რომელიც იქნება ღირსეული, მოემსახურება ქართველ ხალხს და გარედან ჩარევების მოსამსახურე არ გახდება“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
ცნობისთვის, დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, პარლამენტმა მხარი დაუჭირა.